Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წელს პირველად, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე ობიექტზე სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) ჩატარდა

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტში, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე,  2022 წლის 8 ნოემბერს, გამოცდა წინა წლებთან შედარებთ განსხვავებული ფორმატით წარიმართა.   საუნივერსიტეტო კლინიკა ალბიუსში, ბაზისურ ენდოდონტიაში ობიექტზე სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE - The Objective Structured Clinical Examination) ჩატარდა.  გამოცდის შეფასების ეფექტიან სისტემაში მთავარი აქცენტი კლინიკურ აზროვნებასა და კლინიკურ უნარ-ჩვევებზე გამახვილდა.  

ბილეთში მითითებული მოცემულობის მიხედვით, ექსტრაგირებულ კბილებზე სტუდენტების მიერ მოხდა არხშიდა პრეპარირებისთვის საჭირო ინსტრუმენტების, საირიგაციო საშუალებების და დასაბჟენად გამოყენებული მასალების სწორად  შერჩევა, პრეპარირების და არხის ობტურაციის მეთოდების გამოყენება.

გამოცდას აფასებდნენ თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის წევრები და მოწვეული პედაგოგები. დამკვირვებლის სტატუსის იმყოფებოდნენ სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის რეზიდენტები.

ბაზისურ ენდოდონტიაში OSCE-ის გამოცდის შედეგებმა დაადასტურა, რომ ის არის სტუდენტის შეფასების ყველაზე თანამედროვე და ობიექტური მეთოდი.